ტელეიმედთან” საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დაჩი ცაგურიამ აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ როდესაც ტელევიზიის მესვეურები განცხადების გაკეთებას არ აპირებენ, ტელეკომპანიის შენობასთან დგომას აზრი აღარ აქვს. მანვე საზოგადოებას ხვალ, 16:00 საათზე "რესპუბლიკის მოედანზე” შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც პროტესტს გამოხატავენ. ტელეკომპანია "იმედის” ეთერით დღეს "ქრონიკის” "მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია "იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. "ტელეიმედთან” ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია სწორედ ამ გადაცემის შემდეგ დაიწყო.